Beautiful Image

მედიცინაში და კოსმეტიკაში მიკორდენის გამოყენება 30 წლის წინ იქნა შესწავლილი, მიკროდენით სტიმულაციას ასევე უწოდებენ ბიოსტიმულაციას, ან ბიოელექტრო თერაპიას, რადგან იგი ხელს უწყობს უჯრედის ფიზიოლოგიურ პროცესებს და მათ ზრდას. მიკროდენი არის სუსტი ელექტროდენი, რომელიც ორგანიზმის ბიოლოგიური დენის ანალოგიურია. იგი წარმოადგენს ორგანიზმის ელექტროფიზიოლოგიის არაინვაზიური ზრდის საშუალებას სიხშირის, პოლარობის და ჰომეოსტაზის დაბალანსების მეშვეობით. მიკროდენური თერაპია: აუმჯობესებს უჯრედის მეტაბოლიზმს და ქსოვილის აღდგენას: ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფის ცირკულაციას: ამცირებს ანთებას; ზრდის კოლაგენის და ელასტინის სინთეზს: ხელს უწყობს ნაწიბურის ქსოვილის დისპერსიას კოლაგენის რეკონსტრუქციის მეშვეობით: აღადგენს და აახალგაზრდავებს კუნთის ქსოვილს: ხელს უწყობს ძვლის შეხორცებას.